პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები ეცნობიან ბუნების საოცრებებს, მათ ადგილმდებარეობას, აღწერილობას, არსებობის
ისტორიას.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის დამოუკიდბლად ძიება, დამუშავება, ორგანიზება, მიღებული
ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენეის უნარ-ჩვევა, ცნობიერების ამაღლება,.
ლექსიკური მარაგის გამდიდრება, კულტურული კუთვნილების განცდის ამაღლება, ერთმანეთის
მოსმენა და ურთიერთთანამშრომლობა.
მოსწავლეთა ასაკი:
X
კლასები.
ვადები/ხანგრძლივობა:
2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/
პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მთავარი შედეგი იქნება ის რომ მოხდება ფასეულობების
გაძლიერება. მოსწავლეები ისწავლიან ბუნების საოცრებების ისტორიას სხვადასხვა რესურსების
გამოყენებით. შეიძლება შეიქმნას: ალბომი, ნახატები, ბუკლეტები, ჟურნალი, ვებ-გვერდი,
ჩანახატები.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, თვალსაჩინოებები, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა
საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების
ეტაპები. შეიქმნება საპროექტო ჯგუფები. ერთ ნაწილს დაევალება საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული ბუნების საოცრებების მოძიება, ელექტრონულად აკრეფა და პრეზენტაციის მომზადება.
მეორე ჯგუფს დაევალება საზღვარგარეთ არსებული ბუნების საოცრებების მოძიება, საპრეზენტაციო ფაილების აკრეფა და გაფორმება, დაიგეგმება ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში, მოსწავლეები
იმუშავებენ ელექტრონულ ჟუნრლის „ბუნების საოცრებანი“-ს შექმნაზე და რედაქტირებაზე.
შეიქმნება პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის პრეზენტაცია მასწავლებლების, მოსწავლეების
და მათი მშობლების წინაშე. პროექტის დასასრულს
მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს,
ხოლო მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების რუბრიკით.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნ. ტაკიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий